საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2025 წლის 20 ოქტომბრის №250/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2025 წლის 10 ნოემბრის №79/2025 დადგენილება) გადაწყვეტილებებისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნის (წერილები: 18.12.2025, №24381/10-02; 18.12.2025, №24367/10-02; 18.12.2025, №24359/10-02; 18.12.2025, №24362/10-02; 17.12.2025, №24285/10-02; 17.12.2025, №24293/10-02; 15.12.2025, №24063/10-02; 11.12.2025, №23867/10-02), უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 25 დეკემბრის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
ა) აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასირიოლოგიის კათედრა:
ნინო სამსონია - ასოცირებული პროფესორი;
ბ) ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:
ბ.ა) ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა:
თამარ შარაბიძე - ასოცირებული პროფესორი;
ბ.ბ) ფოლკლორისტიკის კათედრა:
ხვთისო მამისიმედიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
გ) თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:
ნინო წერეთელი - ასოცირებული პროფესორი;
დ) ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ახალი ქართული ენის კათედრა:
ნინო შარაშენიძე - ასოცირებული პროფესორი;
ე) თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრა:
თინათინ ბოლქვაძე - ასოცირებული პროფესორი;
ვ) დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრა (ინგლისური ენა):
რუსუდან დოლიძე - ასოცირებული პროფესორი;
ზ) კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრა:
ზ.ა) ქეთევან ნადარეიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ზ.ბ) ზაზა ხინთიბიძე - ასოცირებული პროფესორი;
თ) საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:
ქეთევან ნადირაძე - ასოცირებული პროფესორი;
ი) ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:
ი.ა) ფილოსოფიის ისტორიის კათედრა:
მამია სურმავა - ასოცირებული პროფესორი;
ი.ბ) ეთიკისა და რელიგიის ფილოსოფიის კათედრა:
ანასტასია ზაქარიაძე - ასოცირებული პროფესორი;
ი.გ) თეორიული ფილოსოფიის კათედრა:
ნაპო კვარაცხელია - ასოცირებული პროფესორი;
კ) ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:
ირინე მირიჯანაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ლ) კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრა:
ჯონი კვიციანი - ასოცირებული პროფესორი.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე